აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი, სულ მცირე, 11 000 უცხოელი დაიღუპა

ინფორმაციას გამოცემა Bloomberg რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ეს მონაცემები ბელარუსული ჯგუფის „კიბერპარტიზანებისა“ და უკრაინული ჰაკერული ჯგუფის Silent Crow-ს მიერაა მოპოვებული.

მათივე ცნობით, ინფორმაცია მოდის მონაცემთა ბაზიდან, რომელიც შეიცავს 11 მილიონზე მეტ გარდაცვალების მოწმობას, ასევე ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა დაბადების ადგილი, მოქალაქეობა და გარდაცვალების ადგილი. Bloomberg აღნიშნავს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ხუთი წლის განმავლობაში, კრემლმა ომთან დაკავშირებული დაახლოებით 400 000 გარდაცვალება აღრიცხა. ეს სტატისტიკა მოიცავს 11 335 უცხოელს: ადამიანებს, რომლებიც ან რუსეთის ფარგლებს გარეთ დაიბადნენ, ან ჰქონდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა

იტვირთბა....