აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმის გამო, რამდენიმე რეგიონის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ყველაზე მძიმე მდგომარეობა კიევის, ოდესისა და დნეპრის რაიონებშია

რუსეთი უკრაინის ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმას აგრძელებს, უკრაინის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამჟამად ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვაა კიევის ოლქის რამდენიმე რაიონშიც.

როგორც უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არტემ ნეკრასოვმა ბრიფინგზე განაცხადა, დაბომბვის შედეგად, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, კიევის, ნიკოლაევის, ოდესის, როვნოს, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის ოლქებში ზოგიერთი აბონენტი დილიდან ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მან აღნიშნა, რომ სარემონტო ჯგუფები, ოპერატორები და დისპეტჩერები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

უკრაინის უმეტეს რეგიონს აქვს ელექტროენერგიის საათობრივი გათიშვის გრაფიკი და ინდუსტრიისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვის გრაფიკი.

უკრაინის მომავლის ინსტიტუტის ენერგეტიკული პროგრამების ხელმძღვანელი ანდრიან პროკიპი მიიჩნევს, რომ უკრაინის ზოგიერთ დიდ ქალაქში შესაძლოა, ორ კვირამდე გაითიშოს დენი, რისი ალბათობა საკმაოდ მაღალია. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებშია.

იტვირთბა....