რუსეთში სამხედროები საწვრთნელი მოედნებიდან გარბიან,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხსენებულ რუს სამხედროებს უკრაინაში წასვლა და ომში მონაწილეობის მიღება არ სურთ.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანური რესურსების ნაკლებობის გამო, დამპყრობლები ცდილობენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ადგილობრივი მცხოვრებლები ომში გაგზავნონ.
კერძოდ, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში მამაკაცთა იძულებითი მობილიზაცია დაიწყო.
„უკრაინასთან ომში მონაწილეობისთვის ქვედანაყოფების გაგზავნამდე მზადების ჩატარებისას, რუსეთის ფედერაციის საწვრთნელ მოედანზე პერსონალის მიერ საველე ბანაკებიდან უნებართვო გამგზავრების 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა“, – ნათქვამია მოხსენებაში.
მეტი ინფორმაციისთვის – უკრაინის დედაქალაქის, სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ნიკოლაი ჟირნოვი “ვეჩერნი კიევთან ” ინტერვიუში აცხადებს, რომ ოკუპანტების მიერ კიევის აღების მორიგი მცდელობისთვის ემზადებიან.
რამდენიმე ხნით ადრე, რუსების მხრიდან კიევის აღების მორიგი მცდელობის შესახებ, დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკოც საუბრობდა.