უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო არ გამორიცხავს, რომ რუსი ოკუპანტები კიევის აღებას 2-დღეში ისევ ეცდებიან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კლიჩკოს თქმით, თავდასხმისთვის მზად უნდა იყვნენ.
“ის ფაქტი, რომ მტერმა კიევის გარშემო უკან დაიხია, არნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის აღებას აღარ ეცდება. სწორედ ამიტომ თავდასხმისთვის მზად უნდა ვიყოთ”, – აცხადებს კლიჩკო.
მან ასევე დასძინა, რომ რუსები დაპყრობილ ქალაქებში უკრაინელების გენოციდს ახორციელებენ.
ცნობისთვის, რუსეთის აგრესიის შედეგად კიევის რეგიონში 1222 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამასთან, ოკუპანტის აგრესიას უკრაინაში 177 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.