ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“მარიუპოლის მცველები რუსებს არ ჩაბარდებიან და ქალაქის დაცვას აგრძელებენ” – ანდრიუშჩენკო

მარიუპოლის მცველებს რუსმა ოკუპანტებმა დანებებისა და ტყვედ ჩაბარებისკენ მოუწოდეს, თუმცა ისინი არ ჩაბარდებიან, ქალაქის დაცვას აგრძელებენ, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინიდან მარიუპოლში ნებისმიერი ჰუმანიტარული დახმარება დაბლოკილია ოკუპანტების მიერ.

მანვე აღნიშნა, დამპყრობლების მცდელობები ეჩვენებინათ, რომ საომარი მოქმედებების ადგილი მხოლოდ აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნით შემოიფარგლება, რეალობას არ შეესაბამება და ბრძოლების წინა დღეს ისინი წავიდნენ ტაგანროგსკაიას ქუჩაზე, რომელიც მდებარეობს ქარხნიდან 5 კილომეტრში.

„ბრძოლის დროს დამპყრობლებმა კვლავ მძიმე არტილერია ესროლეს კერძო სექტორის სახლებს. ყველაზე მეტად დაზარალდა საავტომობილო ლიცეუმის მიმდებარე შენობები. ასევე გაგრძელდა პორტის ზონის დაბომბვა”, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ და დასძინა, რომ ქალაქი კვლავ საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნით ადრე რუსეთის თავდაცვამ მარიუპოლის მცველებს ულტიმატუმი წაუყენა და დანებებისთვის დრო მისცა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....