რუსეთის თავდაცვამ მარიუპოლის მცველებს ულტიმატუმი წაუყენა და დანებებისთვის დრო მისცა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, კვირას, მოსკოვის დროით დილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე, უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისა და ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდეს.
“აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული ვითარების გათვალისწინებით, ისევე როგორც წმინდა ჰუმანური პრინციპებით ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონების ბოევიკებს და უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს 2022 წლის 17 აპრილის 06:00 საათიდან სთავაზობენ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაყარეს იარაღი. ყველას, ვინც იარაღს დადებს, სიცოცხლე გარანტირებულია”, – ციტირებს უკრაინული მედია რუსული მხარის სიტყვებს.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.