ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ოკუპანტების მიერ კიევის აღების მორიგი მცდელობისთვის ვემზადებით” – სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი

კიევის აღების მორიგი მცდელობისთვის ვემზადებით, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის დედაქალაქის, სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ნიკოლაი ჟირნოვი “ვეჩერნი კიევთან ” ინტერვიუში აცხადებს.

მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსახლეობის დაუცველი კატეგორიებისთვის კიევში დაბრუნება  მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება უსაფრთხო.

“მიუხედავად იმისა, რომ მტერმა ზარალი განიცადა, რუსეთის ფედერაციას აქვს დიდი რესურსი – როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური. ჩვენ გვესმის, რომ მტერს დრო სჭირდება მოსამზადებლად. მაგრამ ასევე გვესმის, რომ მათი სამიზნე ისევ კიევია და ამაზე უარი ჯერ არ უთქვამთ.

ამჟამად, მტერი ავსებს დანაკარგებს, აგროვებს რესურსებს და არემონტებს აღჭურვილობას, ამზადებს მას გამოსაყენებლად. ამის გაცნობიერებით, ჩვენ ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარისთვის და თუნდაც ყველაზე უარესისთვის – კიევის აღების მეორე მცდელობისთვის“, – აცხადებს ჟირნოვი.

რამდენიმე ხნით ადრე, რუსების მხრიდან კიევის აღების მორიგი მცდელობის შესახებ, დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკოც საუბრობდა.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნით ადრე რუსეთის თავდაცვამ მარიუპოლის მცველებს ულტიმატუმი წაუყენა და დანებებისთვის დრო მისცა – მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ ოკუპანტებს არ დანებდებიან და ქალაქის დაცვას გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....