საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა სეფაშვილის შეფასებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ნეიტრალური პოზიციიდან არის დაწერილი და მასში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არ იგრძნობა.
როგორც სეფაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში განაცხადა, დოკუმენტში უბრალოდ გამეორებულია ის კონკრეტული შეფასებები, რომლებიც ქვეყენაში 2021 წელს მომხდარ აქტუალურ პროცესებთან, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან და მისი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დაცმველის ოფისმა და ოპოზიციის წევრებმა გამოთქვეს.
“მე ვფიქრობ, რომ სახდეპის ანგარიში იყო საკმაოდ ნეიტრალური პოზიციიდან დაწერილი და ის უბრალოდ იმეორებს სახლხო დამცველის ოფისის თუ ოპოზციის წარმომადგენლების ნათქვამს, რომ აი, მათ ასე განაცხადეს. ეს არის ასე ვთქვათ, მათი ნეიტრალური პოზიცია და ზოგადად რომ ვიმსჯელოთ აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე, მე ამის მაგალითად მოვიყვანდი იმას, რომ დახმარების სახით გამოგვიყვეს 132 მილიონი დოლარი. ასე რომ, ვერ ვიტყოდი და არ ვარ იმ პოზიციაზე, რომ ეს ძალიან კრიტიკული ანგარიში იყო”, – ამბობს სეფაშვილი.
“ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, ეს ეს ანგარიში წარმოეჩინა, როგორც კრიტიკა ხელისუფლების მიამრთ, თუმცა, როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, ეს ასე არ არის.
“იყო მცდელობა, ოპოზიციური სპექტრის სპექტრის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ეს შეეფასებინათ ისე, თითქოს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ ხელისუფლებას ბრალს სდებს რამეში, მაგრამ ასე არ არის. მათ უბრალოდ, აქვთ ობიექტურად გამეორებული ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ასე ამბობენ – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვსაუბრობ სახალხო დამცველის და ოპოზიციის წარმომადგელების გარკვეული ტიპის განცხადებებეზე”, – ამბობს დეპუტატი.
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან ერთად, შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა: დაუსჯელობის პრობლემა საქართველოში, აფგან მუხთარლის საქმე, კარტოგრაფებისა და მელიას დაკავება, ქვეყანაში LGBTQI+ პირების უფლებრივი მდგომარეობა, ლექსო ლაშქარავას საქმე და ა.შ.