ახალი ამბები მსოფლიო

“საქართველოში დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ტექსტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში დაუსჯელობა კვლავ პრობლემა რჩება.

“მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის საქმიანობის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩება. მთავრობის მიერ 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების სარწმუნო გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეუსრულებლობამ გამოიწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა.

ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ასევე გამოიხატება 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის არასათანადო ძალის გამოყენებაში და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადმოცემაში”, – ნათქვამია ანგარიშში.

იტვირთბა....