სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები ლაშქარავას დისკრედიტაციას ემსახურებოდა, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს.
“11 ივლისს TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ვილისის თავდასხმების დროს ის სასტიკად სცემეს. მისი გარდაცვალების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული”, – ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში დაუსჯელობა კვლავ პრობლემა რჩება.