ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

აშშ: მუხთარლის საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობაზე შეშფოთება არსებობს

მუხთარლის საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობაზე შეშფოთება არსებობს, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია საუბარი.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ზემოხსენებულის მიზეზი პოლიტიკური ანგარიშვალდებულების არარსებობა გახდა.

“7 აპრილს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი დაბრუნდა ქვეყანაში, რათა  2017 წლის გატაცებასთან და აზერბაიჯანში იძულებით გადაცემასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურისთვის ჩვენება მიეცა. გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარა და „მსხვერპლის სტატუსი“ მიანიჭა.

22 აპრილს Meydan TV-სთან ინტერვიუში მუხთარლიმ თქვა, რომ სამთავრობო უწყებები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობდნენ აზერბაიჯანის სასაზღვრო და უსაფრთხოების სამსახურებთან მისი გატაცების დროს. 2020 წლის მარტში აზერბაიჯანის ციხიდან მუხთარლის გათავისუფლების შემდეგ იგი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. პოლიტიკური ანგარიშვალდებულების არარსებობის პირობებში მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლობის დაუსჯელობის შესახებ შეშფოთება კვლავ არსებობს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში დაუსჯელობა კვლავ პრობლემა რჩება.

იტვირთბა....