ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში 2021 წელს LGBTQI+ პირებზე თავდასხმები გაიზარდა – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში LGBTQI+ თემის წარმომადეგენლების უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2021 წელს ქვეყანაში LGBTQI+ პირებზე თავდასხმები გაიზარდა, კულმინაცია კი 5-6 ივლისის მოვლენები იყო.

“2021 წლის განმავლობაში გაიზარდა თავდასხმები LGBTQI+ პირებზე და მათთან ასოცირებულ ადამიანებზე, განსაკუთრებით, ტრანსგენდერ ქალებზე. კულმინაცია 5 ივლისის ჰომოფობიური და ანტიდასავლური აქცია იყო, რა დროსაც, თბილისი პრაიდის დროს ძალადობრივი პროტესტს არეულობა მოჰყვა”, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია TVპირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ, რომელიც აღნიშნულ აქციაზე ჰომოფობიური დაჯგუფებების წევრებმა სცემეს, რის შემდეგაც, 11 ივლისს გარდაიცვალა. დოკუმენტში სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები ლაშქარავას დისკრედიტაციისკენ მიმართულად არის შეფასებული.

იტვირთბა....