ახალი ამბები სამართალი

საერთაშორისო საზოგადოებამ კარტოგრაფებისა და მელიას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა – აშშ

კარტოგრაფების და ნიკა მელიას დაკავება საერთაშორისო საზოგადოებამ პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს.

ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ კარტოგრაფების დაკავება “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იყო მიმართული.

“23 თებერვალს პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციის საქმეზე შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მელიას დაკავების გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოებამ, სახალხო დამცველის ოფისმა და საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც არასაჭირო და პოლიტიკურად მოტივირებული (იხ. ნაწილი 1.ე., პოლიტპატიმრები). მელია პატიმრობიდან 10 მაისს გაათავისუფლეს.

„კარტოგრაფების საქმეზე“ სასამართლო პროცესი გაგრძელდა. 2020 წლის ოქტომბერში ხელისუფლებამ დააკავა დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. გენერალურმა პროკურატურამ მათ ბრალი წაუყენა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე 2005-07 წლებში კომისიის მუშაობის დროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობაში.

ორივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იანვარში გაათავისუფლეს. თებერვალში სახალხო დამცველის ოფიცერმა წარადგინა ცნობა ამ საქმის შესახებ და დაასკვნა, რომ საქმეს ჰქონდა „პოლიტიკური თუ სხვა მოტივები“. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ვარაუდობდნენ, რომ იგი გამოიყენებოდა ნაციონალისტური განწყობის წახალისებისთვის 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დემონიზაციისთვის, რომელიც ხელისუფლებაში იყო სავარაუდო ინციდენტის დროს”, – ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში დაუსჯელობა კვლავ პრობლემა რჩება.

იტვირთბა....