უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, ყველაფერი კეთდება მარიუპოლის დასაცავად.
მისივე განმარტებით, კავშირი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან, რომლებიც გმირულად იცავენ ქალაქს, შენარჩუნებულია.
“ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს, რათა გავიმარჯვოთ და გადავარჩინოთ პერსონალის და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ყველა მიმართულებით”, – აცხადებს ზალუჟნი.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის სახელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს, შესაძლოა, მარიუპოლში რუსეთის წინააღმდეგ უკანასკნელი ბრძოლა ჰქონდეთ, რადგან საბრძოლო მასალა იწურება.
მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია უარყო მარიუპოლის მერის თანაშემწემ.
პეტრო ანდრიუშჩენკოს ცნობით, ქვეითთა 36-ე დანაყოფის განცხადება ყალბია, რადგან მათი “ფეისბუქის” გვერდი გატეხილია.