აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე უკრაინასთან ხელს მოაწერს შეთანხმებას იშვიათი მინერალების შესახებ.
ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ, რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ თვეში თეთრ სახლში იმყოფებოდა. ოვალურ კაბინეტში ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკება კამათში გადაიზარდა, რადგან დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი „მესამე მსოფლიო ომთან თამაშში“ დაადანაშაულა. ზელენსკიმ მინერალებზე შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და თეთრი სახლი დატოვა.