უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა არის გზა იმისკენ, რომ რუსეთმა „შაჰედებით“ ტერორი შეწყვიტოს.
„სწორედ რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა, სანქციების გაძლიერება და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვითი მხარდაჭერა არის გზა ასეთი რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორის და ომის გახანგრძლივების დასრულებისკენ. ჩვენ ველით რეალურ ზეწოლას რუსეთზე აშშ-ის, ევროპისა და ყველა ჩვენი პარტნიორისგან. ეს არის ის, რაც დიპლომატიას მუშაობის საშუალებას მისცემს“,– განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთი ბოლო ორი დღის მანძილზე უკრაინის რეგიონებს 200-ზე მეტი დრონით, ასევე მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხა თავს.
დაბომბვის შედეგად დაზარალდა ოდესის, ზაპორიჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონები.