ქალაქ მარიუპოლის მერის თანაშემწე, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ქვეითთა 36-ე დანაყოფის განცხადება ყალბია, რადგან მათი “ფეისბუქის” გვერდი გატეხილია.
“გამოქვეყნებული ინფორმაცია არის ყალბი. სოფლის ხელმძღვანელობის განცხადებით, 36-ე ბრიგადის ანგარიში გატეხეს. ამჟამად მიმდინარეობს გვერდის აღდგენა და დამცავი ღონისძიებები. ყველაფერი, რაც იქ რუსულად გამოქვეყნდა არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. ინფორმაცია იარაღია. არ მისცეთ საშუალება მას ჩვენს წინააღმდეგ იმუშაოს.”- წერს ანდრიუშჩენკო “ფეისბუქის“ გვერდზე.