ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„უკრაინამ ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის, მან აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი“ – დონალდ ტუსკი

RMF24-ის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის შესახებ ისაუბრა.

ტუსკის თქმით, რუსული საფრთხის ფონზე, უკრაინამ პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის ფასდაუდებელი დრო მოიპოვა.

„გავრცელებულია მოსაზრება, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევის გამო, რუსეთი არ იყო მზად ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის. უკრაინამ, მიუხედავად ომის შედეგისა, ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის. ამის გახსენება ღირს, როცა ხანდახან ვამბობთ, რომ დავიღალეთ, ძალიან ბევრი ლტოლვილია და უკრაინა ძალიან ძვირი გვიჯდება. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი უმწეოა ამ გეგმებში დანარჩენი ევროპის მიმართ იმიტომ, რომ უკრაინამ თავის თავზე აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი“, – განაცხადა ტუსკმა.

იტვირთბა....