განახლება:

მარიუპოლის მერის თანაშემწე, პეტრო ანდრიუშჩენკო “ფეისბუქის” გვერდზე წერს, რომ ინფორმაცია, თითქოს უკრაინის 36-ე დანაყოფი მარიუპოლისთვის “უკანასკნელი ბრძოლისთვის” ემზადება, ყალბია. 

ცნობისთვის, მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფს, შესაძლოა, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ უკანასკნელი ბრძოლა ჰქონდეს, რადგან საბრძოლო მასალა იწურება.