Economic ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6 %-ით გაიზარდა და თითქმის 92 მილიარდ ლარს გაუტოლდა“ – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 91 891.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 9.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 3.8 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 15.2 პროცენტი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 9.9 პროცენტი.

შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 9.3 პროცენტი; მშენებლობა – 8.4 პროცენტი; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 7.0 პროცენტი; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 6.4 პროცენტი; სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა – 6.2 პროცენტი; ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.9 პროცენტი; განათლება – 5.7 პროცენტი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5.2 პროცენტი.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია – 24.3 პროცენტი, განათლება – 29.1 პროცენტი, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 17.9 პროცენტი, მშენებლობა – 14.2 პროცენტი, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 6.7 პროცენტი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 14.9 პროცენტი.

კლება აღინიშნა შემდეგ დარგში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -8.3 პროცენტი.

იტვირთბა....