ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

” ოპოზიციის თეატრალურ წარმოდგენებზე გასაფლანგი დრო არ გვაქვს” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ცდილობს საკუთარი შეცდომების დაფარვას და ხალხის მოტყუებას „თეატრალური წარმოდგენებით“.

“მათ წონასწორობა დაკარგეს იმ დონემდე, რომ თავს ესხმიან ჩვენს პოლიციას და ემუქრებიან მოსამართლეებს, პროკურორებს და სასამართლოებს. ოპოზიციური პარტია თავისი „რესპუბლიკური სახალხო პარტიით“, მედიით და სხვა სტრუქტურებით არ და ვერ პასუხობენ ვერც კორუფციის, ქურდობის საკითხს და ვერც დიპლომის საკითხს.

ჩვენ, პირადად, როგორც პარტიას ან ალიანსს, ოპოზიციის თეატრალურ წარმოდგენებზე გასაფლანგი დრო არ გვაქვს,“– განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ 19 მარტს, თურქეთის პოლიციამ „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ შესახებ გამოძიების ფარგლებში დააკავა.

მანამდე, უნივერსიტეტმა ქალაქის მერს დიპლომი გაუუქმა და ამით მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა.

სტამბოლში მერის დაკავებამ მასშტაბური პროტესტი გამოიწვია.

იტვირთბა....