“დარწმუნებული ვარ, „ოცნება“, ყველაფრის პარალელურად, თავის რიგებში დამნაშავეს ეძებს,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია ნოდია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით წერს.
როგორც ნოიდა თავისივე პოსტში ამბობს, ნაციონალებმა აღნიშნიშნული ჩანაწერი თუ 2011 წელს გააკეთეს, მაშინ აქამდე რატომ არ გამოაქვეყნეს? ანალიტიკოსი აქვე დასძენს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ არსებული ჩანაწერები თუნდაც რატომ 2012 წლის არჩევნების წინ არ გამოიყენეს?
“ცოტა მიკვირს, რომ ვერსიას, თითქოს 2011 წელს იყო რეალურად ბერა-იკა-ჩუბინიძის ჩაწერილი, ზოგი სერიოზული ადამიანიც იჯერებს. ეს ვერსია მხოლოდ ხელისუფლების განცხადებას ეყრდნობა და რაიმე კონკრეტული არგუმენტი მის უკან არ დგას. მოსაზრება, რომ „აბა ჩვენ ჩვენსავე ხალხს რატომ ჩავიწერდით“, არგუმენტი არ არის: ყველა ხელისუფლების შიგნით არის ფარული ბრძოლები და ერთმანეთზე კომპრომატების გროვება და მერე მათი სადღაც გაჟონვა. ეს რომ ასე არ იყოს, „ვიკილიქსი“ არ იარსებებდა. დარწმუნებული ვარ, „ოცნება“, ყველაფრის პარალელურად, თავის რიგებში დამნაშავეს ეძებს.
მეორეს მხრივ, საუბრების მთელი შინაარსი მიანიშნებს, რომ ისინი ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს მიეკუთვნება.
2011 წლის საუბრებიც რომ ყოფილიყო, მაინც საზიზღრობაა, მაგრამ ჩანაწერის დრო მაინც არსებითია და სწორედ ამიტომ „აწვება“ ხელისუფლება ასე ძალიან 2011 წლის ვერსიას. თუ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირები ბერას ინსტრუქციებს ასრულებენ, ეს გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე ის, რომ ამავე ინსტრუქციებს მამიკოს პირადი დაცვის უფროსი ასრულებს.
მაგრამ თუ მაინც დავიჯერეთ, რომ ნაციონალებმა ჩაიწერეს ეს ყველაფერი 2011 წელს, მაშინ შეკითხვა მიჩნდება: ასეთი მასალა ამ ნაციონალებმა ათი წელი რატომ ინახეს? რატომ თუნდაც 2012 წლის არჩევნების წინ არ გამოიყენეს? ერიდებოდათ მაშინ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება?” – წერს გია ნოდია.
ცოტა მიკვირს, რომ ვერსიას, თითქოს 2011 წელს იყო რეალურად ბერა-იკა-ჩუბინიძის ჩაწერილი, ზოგი სერიოზული ადამიანიც იჯერებს….
Posted by Ghia Nodia on შაბათი, 13 მარტი, 2021
შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.
ცნობისათვის, 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა ბერა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.
11 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურამა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების შესახებ გახდა ცნობილი.
პროკურატურის გადაწყვეტილებას “ტვ პირველი” გამოეხმაურა, ტელეკომპანიის განმარტებით, ხელისუფლება ტელევიზიაში შეჭრას აპირებს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ადუიოჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტება 12 მარტს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი სიყალბეა და ამაში ექსპრეზიდენტ მიხეილ საააკშვილი გავლენა იკვეთება.