ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბერას მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო ჩემს მულს თავს დაესხნენ” – რა შემთხვევას იხსენებს ანიტა რაჭველიშვილი

ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი “ტვ პირველთან” საუბრისას გასული წლის შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ მის მულზე თავდასხმა ბერა ივანიშვილის გამო მოხდა.

რაჭველიშვილი დასძენს, რომ მისმა მულმა გასული წლის ოქტომბერში Facebook-ზე ბერა ივანიშვილის მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. მისივე ვარაუდით დავდასხმა ამ ფაქტს უკავშირდება.

“ამ სტატუსის დაწერიდან ზუსტად მეორე დღეს, ჩემი მული, რომელიც ჩემი მანქანით მოძრაობდა, შუქნიშანთან გაჩერდა, ელოდებოდა წითელს. შეუვარდა ვიღაც ბიჭი, დაუწყო ყვირილი. იგინებოდა, გაუგებარ რაღაცებს აკეთებდა ხელებით, – ანუ აშინებდა. იქვე იდგა პატრულის ეკიპაჟი სადღაც 5 მეტრში – 10 მეტრში, რომელმაც დაინახა თუ არა, რა ხდებოდა, უბრალოდ დაიძრნენ და წავიდნენ ადგილიდან.

ჩვენი მივმართეთ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას. საჩივარი დავწერეთ და მოვითოხვეთ, რომ ეს შემთხვევა გამოძიებულიყო. ჩვენება მისცა ჩემმა მულმაც, თუმცა დღემდე არაფერი გაგვიგია ამ საქმის შესახებ”, – განაცხადა რაჭველიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.

იტვირთბა....