პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ადუიოჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეს ყველაფერი სიყალბეა და ამაში ექსპრეზიდენტ მიხეილ საააკშვილი გავლენა იკვეთება.
“მანამდე არ მქონდა შესაძლებლობა, რომ გამეკეთებინა კომენტარი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია. ჩვენ კარგად გვესმის, საიდან და ვისგან მომდინარეობდა ეს პროვოკაცია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, იმ ფონზე, როდესაც გამოიკვეთა რეალური კონტურები პოლიტიკური შეთანხმების მირწევის, მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია.
ეს არის დასაგმობი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან, დაუშვებელი და მიუღებელი. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი გაემიჯნება ამ პროვოკაციას. მე, რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მთავარი საქმე, მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ვიფიქროთ ჩვენი ხალხის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა. მინდა გითხრათ, რომ მე არ მსურს ამ მდარე ხარისხის პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტების გაკეთება, მაგრამ, ვინაიდან გაჩნდა შეკითხვები, მხოლოდ მოსახლეობისთვის მინდა, რომ გავაკეთო განმარტება – ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია 11 წლის წინანდელი ცანაწერების.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ. მეორე, თვითიონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. საუბარი იყოიმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ – მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძნა ივანიშვიალის საქმელმოქმედო ფონდს, ჩვენ ვმართავდით საქველმოქმედო პროექტებს, 200-300 მილიონის პროექტები გვქოდნა წლის განმავლობაში, ბუნებრივია, მაშინ მე მიწეევდა ურთიერთობა მთავრობის უწყებებთან, მათ შორის, მინისტრებთან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.
ინფორმაციისთვის, ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოჩნდენენ ისეთი პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე საუბრობენ. მათ შორის არის ამერიკაში მოღვაწე ბათუმელი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე, რომელმაც “ფორმულას განუცხადა, რომ 5 წლის წინ ბერა ივანიშვილი დაემუქრა, რადგან ის სოციალურ ქსელში ე.წ. თიფის არდატოვების გამო გააკქრიტიკა.
ამასთან, მსგავსი მუქარის შესახებ “ტვ პირველთან” ოპერის მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმაც ისაუბრა.