„კავკასიიდან მოდის შემაშფოთებელი სიახლეები. ვლოცულობ მშვიდობისთვის ამ რეგიონში”, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე, კვირის ქადაგებისას განაცხადა.
რომის პაპმა მთიან ყარაბაღში არსებული კონპლიკტში მონაწილე მხარეებს ნებისმიერი უთანხმოების ძალისმიერი გზით მოგვარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.
„კავკასიიდან მოდის შემაშფოთებელი სიახლეები. ვლოცულობ მშვიდობისთვის ამ რეგიონში და მივმართავ კონფლიქტის მხარეებს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ძმობისა და ყველა პრობლემის გადაწყვეტისკენ ძალის გამოუყენებლად“ , – განაცხადა რომის პაპმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.
მოგვიანებით სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს აზეირბაიჯანური მხარე უპასუხოდა არ დატოვებდა.