სომხეთის პრემიერმინისტის, ნიკოლ ფაშიანიანის განცხადებით, სომხეთმა ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადა.
აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ძვირფასო თანამემამულენო, ახლა სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ცხადდება სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. ყველა პირად შემადგენლობას მოვუწოდებ გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატებში“, – წერს ფაშინიანი.