ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ყარაბაღში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები” – აზეირბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის ხიკმეთ გაჯიევის განცხადებით, ყარაბაღში, სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების ინტენსიურ დაცხრილვას განაგრძობს.

როგორც გაჯიევი აცხადებს, არსებობს გარკვეული ინფორმაცია გარდაცვლილთა დაჭრილების შესახებ, მათ შორის სამხედრო და სამოქალაქო პირები არიან.

“აზერბაიჯანის რესპუბლიკა ღებულობს კონტრშეტევით ზომებს მორიგი სამხედრო პროვოკაციის აღსაკვეთად და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ , – განაცხადა გაჯიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი არაერთხელ აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგაოებას, რომ სომხეთი ომისთვის ემზადება.

„მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“ , – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ.

იტვირთბა....