ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სომხეთში, საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ დღეს იმსჯელებენ

მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, სომხეთის მთავრობა დღევანდელ საგანგებო სხდომაზე, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების საკითხზე იმსჯელებს. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“დღეს ჩვენ შევიკრიბებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შემდეგ კი, მთავრობა განიხილავს საომარი მდგომარეობისა და რეზერვის ნაწილობრივი მობილაზაციის საკითხს“, – წერს სომხეთის პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც ეხმაურება, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.

იტვირთბა....