aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს” – ილჰამ ალიევი

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზეირბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დროს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროთა შორის მსხვერპლის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

აზეიბაიჯანის პრეზიდენტის მიმართვა ადგილობრივმა მედიამ დღეეს გაავრცელა.

„დღეს დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაცხრილვა შეხების ხაზის სხვადასხვა მიმართულებაზე. ამასთან, ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან, მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. ეს არის სომხეთის მორიგი სამხედრო პროვოკაცია. სომეხი სამხედროების მხრიდან დაცხრილვის შედეგად, არის დანაკარგი აზერბაიჯანელ სამხედროთა და სამოქალაქო მოსახლეობას შორის. აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამ დროისთვის მოწინააღმდეგის პოზიციებზე ხდება დარტყმები, განადგურებულია სამხედრო ტექნიკა“, – განაცხადა მიმართვისას ალიევმა.

ცნობისთვის, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც ეხმაურება, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.

იტვირთბა....