„თუ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი გახდება ეს რეგიონისთვის იქნება მძიმე შედეგის მომტანი, მათ შორის, საქართველოსთვის თუნდაც ლარის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიგა ბედინეიშვილმა “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.
ეკონომისტს თქმით, საქართველოს როლი მეზობელ ქვეყნებთან კომპლიქტში გამშველებლური იქნება.
„თუ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი გახდება ეს რეგიონისთვის იქნება მძიმე შედეგის მომტანი, მათ შორის, საქართველოსთვის თუნდაც ლარის თვალსაზრისით. ამ ქვეყნებთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების მთავარი ასპექტი იყო ტურიზმი, რომელიც ისედაც გაჩერებულია. გადახდების ბალანსის თვალსაზრისით, ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ უკვე. პანდემიის და შეზღუდვების ფონზე მეზობლების კონფლიქტი, საქართველოს ეკონომიკაზე კიდევ უფრო მძიმე იქნება. სავარაუდოდ, საქართველოს როლი მეზობლების კონფლიქტში იქნება გამშველებლური,“- განაცხადა “პრაიმტაიმთან” გიგა ბედინეიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.
მოგვიანებით სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს აზეირბაიჯანური მხარე უპასუხოდა არ დატოვებდა.
ინფორმაციისთვის, ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გამო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის აღნიშნული რეგიონი, რომელიც ძირითადად სომხებით დასახლებულია ადრეული 1990-იანი წლების ომის შედეგად მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.