ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შაქარაშვილის საქმის მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა” – საქმის პროკურორი

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოწმე გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების უკან მდგომი პირების ქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცემა. მისი თქმით, საქმის მოწმეები, რომელებიც შემდგომში უნდა დაიკითხონ, მნიშვნელოვანია არ ფლობდნენ ინფორმაციას გამოძიების ვერსიებზე.

“რაც შეეხება უშუალოდ ჩვენების გამოქვეყნებას, ამასთან კუთხით პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, მიეცემა სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ის პირები, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა მათ ქმედებებსაც.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენებას, აღნიშნული ჩვენება ჩვენ მიგვაჩნია, რომ წინააღმდეგობაში არ მოდის საქმის მასალებთან და არც სხვა გარემოებებთან. შესაბამისად, სასამართლოში როდესაც დადგება ის ეტაპი, როდესაც დაიკითხება მოწმე, იგი ახსნის სასამართლოს წინაშე რითი არის გამოწვეული ჩვენებებში მოწოდებული ინფორმაცია” – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის,” რადიო თავისუფლებამ” და ტელეკომპანია “პირველმა” გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების ერთ-ერთ ოქმი გამოაქვეყნეს. გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, “ტოიოტა ქამრში” გამართული დიალოგს დეტალებს აღწერს.

გავრცელდა გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქ­როს მოწ­მის” გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბა, რომელსაც პროკურატურას აქამდე არ გაუსაჯაროვებია. ოქ­როს მოწ­მე „ტო­ი­ო­ტა კამ­რი­ში“ გამარ­თუ­ლ საუბარს დე­ტა­ლურად იხსენებს.  როგორც ცნობილია, გუკა ამირხანაშვილი ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია. იგი ითხოვს მონასტერში წასვლას. გამომძიებლებს ამის შესახებ მისწერა და ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც არსებობს, თუმცა, გამომძიებლები გუკა ამირხანაშვილს არ აძლევენ ამის უფლებას.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....