ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფრაზა გურამ ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებიდან, რომელიც შესაძლოა სასამართლომ მტკიცებულებად გამოიყენოს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქ­როს მოწ­მის” გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბა ვრცელდება, სადაც საუბარია ახალ გარემოებებზე. 

ოქ­როს მოწ­მე „ტო­ი­ო­ტა კამ­რი­ში“ გამარ­თუ­ლ საუბარს დე­ტა­ლურად იხსენებს. ჩვენების მიხედვით, როდესაც “ტოიოტა ქამრის” მგზავრება ამირხანაშვილი თბილისში წამოიყვანეს, არჩილ გაგნიძე დაინტერესდა, ტუ აიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი.

„არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?1

აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი“.- ნათქვამია ჩვენებაში.

ვრცელდება გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქ­როს მოწ­მის” გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბა ვრცელდება, რომელსაც პროკურატურას აქამდე არ გაუსაჯაროვებია. 

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.  საქმეზე 17 პირი პატიმრობაში იმყოფება. პირველ ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

იტვირთბა....