ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოს ასაჯაროებს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებამ ბრალდებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმა მათ ახალი, 109-ე მუხლი წარედგინათ, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პროკურატურამ ბრალიდ დამძიმების გადაწყვეტილება სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო. მათივე განცხადებით, ბრალი დაუმძიმდება “ტოიოტა ქამრის” იმ მგზავრებს, რომლებიც გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....