19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმის” გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება ვრცელდება, რომელსაც პროკურატურას აქამდე არ გაუსაჯაროვებია. აღნიშნულ დოკუმენტს ტვ “პირველი” ავრცელებს.
დოკუმენტში ასახულია გურამ ამირხანაშვილის სრულ ჩვენება, სადაც “ოქროს მოწმე” ახალ გარემოებებზე საუბრობს და კონკრეტულ ფრაზებს იხსენებს, რომლებიც “ტოიოტა ქამრის’ მგზავრებმა მას უთხრეს.
ჩვენებაში ამირხანაშვილი კონკრეტულ პირებს ასახელებს, თუ ვინ მისდევდა გიორგი შაქარაშვილს. ეს პირები არიან არასწრულწლოვნები ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი. როგორც ამირხანაშვილი ყვება, ის ფერადი სენობის უკან დაახლოებიტ 8 წუტის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ტავზე დააადგენენ მდევრები, რომლებიც მანამდე შაქარაშვილს გაეკიდნენ და მათ ნების საწინააღმდეგოდ თბილისში წაიყვანეს.
ამირხანაშვილი ასევე ყვება, რომ მისი წინა ჩვენებები არ იყო ზუსტი და ამიტომ აძლევს ახალ ჩვენებას. ახალი ჩვენევს თანახმად, თუ ის არ დაემორჩილებოდა და არ ჩაჯდებობა “ტოიოტა ქამრის” მანქანაში, მასზე ზეწოლა განხორციელდებოდა. მან მანქანის მგზავრებს უთხრა, გაეჩერებინა და ადგილზე დაეტოვებინათ, მაგრამ გაგნიძემ ამაზე უარი თქვა და თბილისში წაიყვანეს.
გური ამირხანაშვილი ჩვენებაში იმ ფრაზებსაც იხსენებს, რომელიც გაგნიძემ და სხვა მგზავრებმა თბილისიში წამოყვანის დროს უთხრეს. როგორც ჩვენებიდან ირკვევა, არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე ჰკითხა თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი.
“არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?”- ნათქვამია ჩვენებაში.