ახალი ამბები

ამირხანაშვილი ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია – რატომ არ აძლევენ მონასტერში წასვლის უფლებას შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმეს”

19 წლის ფეხბურთელის საქმის “ოქროს მოწმე” და გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი გუკა ამირხანაშვილი ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაშია. იგი ითხოვს მონასტერში წასვლას. გამომძიებლებს ამის შესახებ მისწერა და ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც არსებობს, თუმცა, გამომძიებლები გუკა ამირხანაშვილს არ აძლევენ ამის უფლებას.

გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

 

იტვირთბა....