“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის საქმის “ოქროს მოწმის” და გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობრის მშობლებს მიმართავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გუკა ამირხანაშვილის მშობლებმა ხმა ამოიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას აგენტის იარყლით მოუწევს ცხოვრება. ამის შესახებ კილაძე სოციალურ ქსელში წერს.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.