“ფსიქოლოგთან სიარულზე ხაზგასმა წარმოუდგენელი იყო. ფსიქოლოგთანაც დავდივარ, სტომატოლოგთანაც და ყველა ექიმთანაც. დღევანდელი ბრიფინგი იყო შეურაცხმყოფელი ოჯახისა და მთლიანად საზოგადოების. როგორ ბედავენ ადამიანის პირადი ცხოვრების ელემენტების მოყოლას, მნიშვნელობა არ აქვს რა ელემენტების. თან ამას გვიყვებიან რისთვის? იმისთვის, რომ შესაძლო სხვადასხვა ვერსიიდან წაიყვანონ ერთი ვერსიის მიმართულებით.”
ელენე ხოშტარია – “ევროპული საქართველოს” წევრი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ამის შესახებ ხოშტარიამ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე დღეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ფსიქოლოგთან დადიოდა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.