ახალი ამბები მთავარი ციტატა

არ დავუმძიმებთ ოჯახს მდგომარეობას – შსს-მ თამარ ბაჩალეიშვილს ფსიქოლოგი გამოკითხა

“ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია, დეტალებზე თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, დღეს ოჯახი მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და ამაზე საუბარი არ იქნება სწორი. არ დავუმძიმებთ მათ ამ მდგომარეობას. გიდასტურებთ, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი. ჰქონდა კონსულტაციები, დეტალებზე საუბარი ახლა სწორი არ იქნება.”

მამუკა ჭელიძე – კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

აღნიშნული განცხადება ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....