ფონიჭალაში ხუთი დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჟურნალისტებთან შვილის გარდაცვალების ორ ვერსიაზე საუბრობს.
მისი თქმით, შემთხვევა შესაძლოა ბაჩალიაშვილის სამსახურს უკავშირდებოდეს.
“აი ჩვენი მთავრობა, აი ჩვენი პოლიცია. ვეხვეწები ხუთი დღეა ხალხო ბავშვი დავკარგე ნახეთ. ვითომ გადიან საძებრად, გაძღებიან სადღაც სვამენ. ერთ ადგილზე თქვეს ვიყავითო, მივედი იმ ადგილას ზუსტად, სოფელში და არ ყოფილა პოლიცია დღეს აქო. აი აქედან ეჭვი დამებადა უკვე. აწამეს და მოკლეს ბავშვი. 100%-იანია აქედან მოტყუებით გაიყვანეს. ეს მოდის სამსახურის მხრიდან, პირველ რიგში ზეწოლის ქვეშ იყო სამსახურიდან, მეორე კიდევ სხვა ვარიანტია, შეიძლება ვიღაც ბიჭთან. სამსახურიდან რომ მოდიოდა სულ აგრესიული იყო, ორჯერ სამჯერ ნამტირალებიც დავინახე”, – აცხადებს ბაჩალიაშვილის მამა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.
გუშინ, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულეს.