ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სააკაშვილი ცდილობდა ჩემს მოკვლასო რომ მითხრან, არ გამიკვირდება” – გიორგი გაბუნია

“პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება – რუსეთზე არ არის საუბარი იქაც. ამბობენ, გადავარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე და მე არ ვარ ნახსენები. დესტაბილიზაციას ავარიდეთ ქვეყანა და სხვა მიმართულებით მიდის საუბარი, რომ ვიღაცებს არ მოსწონს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. მე ამ ხელისუფლებას რომ ვიცნობ, არ მიკვირს, რომ რუსეთის ხსენებას ვერ ბედავენ. არ გამიკვირდება, გვითხრან, რომ ეს ყველაფერი დაიგეგმა უკრაინიდან და მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა ჩემს მოკვლას. წინასწარი კომენტარები ამას მაფიქრებინებს – უკუღმა ატრიალებენ ხოლმე. ნაციონალები ცდილობდნენ ჩემს მოკვლას და ოცნების ხელისუფლებამ გადამარჩინა.”

გიორგი გაბუნია – ჟურნალისტი

ამის შესახებ გაბუნიამ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადება ასევესაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.

საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილიც ეხმაურება.

გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.

ფაქტს, გიორგი გაბუნიაც ეხმაურება, მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ შეამჩნია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაცია ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.

მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

იტვირთბა....