ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დაცვა გაძლიერდა მას შემდეგ რაც კადიროვს არც დაუმალავს ჩემი გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ვინმე სამდე შემხვდებოდა და რამე დამემარეთბოდა” – გაბუნია

“მე თვითონ ინფორმაციას არ ვფლობდი ამის შესახებ, მაგრამ ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი ჩემზე მიმდინარეობდა. დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება, ორ წელიწადზე მეტია რაც დაცვა მყავდა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთერბით მას შემდეგ რაც კადიროვს არც დაუმალავს ჩემი გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ვინმე სამდე შემხვდებოდა და რამე დამემარეთბოდა.”

გიორგი გაბუნია – “მთავარი არხის” ჟურნალისტი

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაციას ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა.

მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

იტვირთბა....