ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, დაკავებულ ჩეჩენს, ცნობილი ჟურნალისტის მოკვლა ჰქონდა დავალებული” – “ფორმულა”

ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაციას ამის შესახებ, “ფორმულა” ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია 20:00 საათზე ბრიფინგს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

იტვირთბა....