სამართალდამცველებმა, პანკისის ხეობაში, უხუცესთა საბჭოს წევრის, ხასო ხანგოშვილის სახლი, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაჩხრიკეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
როგორც ხასო ხანგოშვილი “იმედის” ეთერში აცხადებს, სამართალდამცველებისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო თუ რატომ გაჩხრიკეს მისი სახლი. მისი თქმით, ის დაკავებულს არ იცნობს.
„გაჩხრიკეს სახლი. ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა. მე ვკითხე რატომ და რა მიზეზით მოვიდნენ ჩემთან, თუმცა კონკრეტულად სრული პასუხი ვერ მივიღე. მე ხომ არ მეტყოდნენ არა რაშია საქმე. თბილისშ ვიღაც დააკავეს და იმასთან დაკავშირებით. დანარჩენი მე არაფერი ვიცი. არ ვიცი ვინ არის ეს დაკავებული. მე თვითონაც ველოდები პასუხებს“- განაცხადა ხანგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დღეს ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედებები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია სპეცოპერაციის დეტალები, თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სავარაუდოდ, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება. მათივე თქმით, დაკავების დროს სამართალდამცველებმა დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.