ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

გერმანია დღეიდან მეზობელ ქვეყანებთან საზღვარებს ხსნის

დღეიდან გერმანია მეზობელ ქვეყანებთან საზღვარებს გახსნის.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარი საფრანგეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან გაიხსნება, თუმცა გამშვები პუნქტები მაინც იფუნქციონირებს.

თუმცა, არაა გამორიცხული, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედოს.

მტავრობის ადმინისტრაცია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ განიხილება ასევე საზღვრების გახსნა დანიასთანაც. რაც შეეხება ლუქსემბურგს, აქ მიმოსვლა სრულად აღდგება, შეზღუდვების გარეშე.

ასევე, ცნობილია, რომ ბუნდესლიგა გახდება პირველი მთავარი საფეხბურთო ლიგა, რომელიც მიმდინარე კვირას განახლდება გემანიაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ.

ცნობისთვის, გერმანიამ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრები მარტის შუა რიცხვებში ჩაკეტა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გერმანიამ გასულ კვირას დაიწყო,  სადაც 11 და 12 წლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნები შეზღუდვების მოხსნას იწყებენ. იტალია კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული ორთვიანი მკაცრი კანანტინის შემდეგ პირველად, შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. შეზღუდვების გამარტივება, ძირითადად, შეეხება ქარხნებსა და მშენებლობებს. ეს საშუალებას მისცემს ოთხ მილიონზე მეტ იტალიელს, დაბრუნდნენ სამსახურებში.

პორტუგალიამაც კორონავირუსის გავრცელების ფონზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ქვეყანაში უკვე გაიხსნა წიგნის მაღაზიები და ავტოსალონები. ასევე, მუშაობა განაახლა მაღაზიებმა, რომელთა ფართობი 200 კვ.მ-ს არ აღემატება.

სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ისრაელშიც, სადაც სკოლებში ბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ჩინეთშიც.

ხოლო, მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სომხეთში მაღაზიები, რესტორნები და ბარების ნაწილი გაიხსნა.

შეზღუდვების მოხსნა დაიწყო დანიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, სადაც ბიზნესის ნაწილს საქმიანობის განახლების შესაძლ;ებლობა მიეცა და სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.

რაც შეეხება ნიდერლანდებს, ქვეყანაში ავიარეისების ნაწილი განახლდა და რიგი მიმართულებით ფრენები დაიწყო. ხოლო, ახალ ზელანდიაში, საცალო ვაჭრობის მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რესტორნები, კინოთეატრები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები გაიხსნა.

შეზღუდვების მოხსნა დაიწყო დიდმა ბრიტანეთმაც, სადაც მოქალაქეებს სუფთა ჰაერზე გასეირნებისა და ვარჯიშის საშუალება განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ.

 

იტვირთბა....