სომხეთში ხვალიდან მაღაზიების, რესტორნებისა და ბარების ნაწილი გაიხსნება.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტიგრან ავინიანმა გასცა. სომხეთში კორონავირუსის 2386 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 35 ადამიანი.
ამ დროისთვის სომხეთში სავაჭრო ცენტრები, სკოლა და უნივერსიტეტი დახურულია. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.