იტალია კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული ორთვიანი მკაცრი კანანტინის შემდეგ პირველად, შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
შეზღუდვების გამარტივება, ძირითადად, შეეხება ქარხნებსა და მშენებლობებს. ეს საშუალებას მისცემს ოთხ მილიონზე მეტ იტალიელს, დაბრუნდნენ სამსახურებში.
დღეიდან ქვეყანაში დასაშვები იქნება ნათესავის მოსანახულებლად გასვლა იმავე რეგიონში, თუმცა რეგიონებს შორის მიმოსვლა კვლავ აკრძალული რჩება. გაიხსნება პარკები და სკვერები. შესაძლებელი იქნება გარეთ ვარჯიში.
სილამაზის სალონები, ბარები და რესტორნები სავარაუდოდ პირველი ივნისიდან გაიხსნება, თუმცა 4 მაისიდან იტალიაში მოქალაქეს შეეძლებათ, არა მხოლოდ მიტანის სერვისით ისარგებლონ, არამედ საკვები ობიექტიდან შეკვეთა თავად წაიღონ.
მაღაზიების ძირითადი ნაწილი სავარაუდოდ 18 მაისიდან გაიხსნება. ამავე დროს იგეგმება ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გახსნა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ნაკრებები გუნდური ვარჯიშის განახლებას ასევე 18 მაისიდან შეძლებენ.
დღეის მონაცემებით, იტალიაში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 210 717 შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 28 884 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 81,654 ინფიცირებული.
კცნობისტვის, ორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გერმანიამაც დაიწყო, სადაც 11 და 12 წლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება.
სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ისრაელშიც, სადაც სკოლებში ბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.
შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო ესპანეთშიც. ქვეყანაში შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ.
ხოლო, მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სომხეთში მაღაზიები, რესტორნები და ბარების ნაწილი გაიხსნა.