ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა

ისრაელში თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.

სკოლებში  პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან. არსებული ცნობით, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ფინალური გამოცდები ჩააბარონ.

ისრაელში შეზღუდვები მარტში დაწესდა, ახლა კი ეტაპობრივად იხსნება.

შეგახსენებთ, სასწავლო პროცესის განახლება იგეგმება გერმანიაშიც. მომავალი კვირიდან გერმანიის სკოლებში 11 და 12 წლის მოსწავლეები დაბრუნდებიან.

 შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო ესპანეთშიც. შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ გუშინ ესპანელები ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ.

„დღეს ჩვენ შეზღუდვების გამარტივებისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, უნდა ვიყოთ ყურადღებით და ამას პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ“, – ამის შესახებ კი ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

 

იტვირთბა....