ნიდერლანდებმა კორონავირუსის გამო ჩაკეტილი საზღვრების გახსნა დაიწყო. ავიაკომპანია “ჰოლანდიის სამეფოს ავიახაზებმა“ (KLM) ავიარეისების ნაწილი უკვე განაახლა.
ფრენები რიგი ქვეყნების მიმართულებით განახდლა. ავიარეისი სრულდება იტალიის, ესპანეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და ფინეთის მიმართულებით.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ავიაკომპანიაფრენებს ამსტერდამიდან ბარსელონას, მადრიდის, რომის, მილანის, ბუდაპეშტის, პრაღის, ვარშავისა და ჰელსინკის მიმართულებით შეასრულებს.
ამასთან, კომპანია მგზავრებს მიმართავს, რომ აუცილებელია ნიღბის ტარება.
“აღნიშნული მოთხოვნა აგვისტოს ბოლომდე იქნება ძალაში. მგზავრები გაივლიან შემოწმებას, თუ რომელიმე მათგანს სათანადო (ცხვირსა და პირზე სათანადოდ მიბჯენილი) პირბადე არ ექნება, მას პირბადეს კომპანია გადასცემს. იმ შემთხვევაში კი თუ მარაგი ამოიწურა, მგზავრი ლაინერის ბორტზე არ დაიშვება“, – აცხადებენ კომპანიაში.
კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნები შეზღუდვების მოხსნას იწყებენ. იტალია კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული ორთვიანი მკაცრი კანანტინის შემდეგ პირველად, შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. შეზღუდვების გამარტივება, ძირითადად, შეეხება ქარხნებსა და მშენებლობებს. ეს საშუალებას მისცემს ოთხ მილიონზე მეტ იტალიელს, დაბრუნდნენ სამსახურებში.
პორტუგალიამაც კორონავირუსის გავრცელების ფონზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ქვეყანაში უკვე გაიხსნა წიგნის მაღაზიები და ავტოსალონები. ასევე, მუშაობა განაახლა მაღაზიებმა, რომელთა ფართობი 200 კვ.მ-ს არ აღემატება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გერმანიამაც დაიწყო, სადაც 11 და 12 წლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება.
შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო ესპანეთშიც. ქვეყანაში შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ.
სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ისრაელშიც, სადაც სკოლებში ბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ჩინეთშიც.
ხოლო, მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სომხეთში მაღაზიები, რესტორნები და ბარების ნაწილი გაიხსნა.
შეზღუდვების მოხსნა დაიწყო დანიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, სადაც ბიზნესის ნაწილს საქმიანობის განახლების შესაძლ;ებლობა მიეცა და სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.