ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პორტუგალიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო

პორტუგალია კორონავირუსის გავრცელების ფონზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებს.

პორტუგალიაში უკვე გაიხსნა წიგნის მაღაზიები და ავტოსალონები. ასევე, მუშაობა განაახლა მაღაზიებმა, რომელთა ფართობი 200 კვ.მ-ს არ აღემატება.

გაიხსნა საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები, ხოლო მისვლა წინასწარი ჩაწერით იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება.

პორტუგალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით 25 524 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 1 063 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა მარტში დადასტურდა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული ორთვიანი მკაცრი კანანტინის შემდეგ პირველად, შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს იტალიაც. შეზღუდვების გამარტივება, ძირითადად, შეეხება ქარხნებსა და მშენებლობებს. ეს საშუალებას მისცემს ოთხ მილიონზე მეტ იტალიელს, დაბრუნდნენ სამსახურებში.

შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გერმანიამაც დაიწყო, სადაც 11 და 12 წლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება.

სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ისრაელშიც, სადაც სკოლებში ბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.

შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო ესპანეთშიც. ქვეყანაში შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ.

ხოლო, მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სომხეთში მაღაზიები, რესტორნები და ბარების ნაწილი გაიხსნა.

შეზღუდვების მოხსნა დაიწყო დანიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმაც, სადაც ბიზნესის ნაწილს საქმიანობის განახლების შესაძლ;ებლობა მიეცა და სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.

იტვირთბა....