ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – კახა კალაძის პასუხი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, “მაესტროს” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტზე. ეს პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურმდგომარეობაზე.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს როგორ მიმდინარეობს პროცესები, რა ეტაპზე ვართ, რა შეიძლება იყოს საფრთხე და რა გამოწვევა არსებობს.

გადაწყვეტილება მაშინვე იქნება მიღებული, როდესაც გაჩნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლებლობა.

გუშინ, გუშინწინ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გარკვეული გახსნები დაწყებულია იმაზე ადრე, ვიდრე თავიდან იყო ეს ყველაფერი წარმოდგენილი. აქაც მნიშნველოვანია, რომ იმ დროს როდესაც ნელ-ნელა ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, აუცილებლად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გავითვალისწინოთ ყველა ის რჩევა და რეკომენდაცია, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება. 

ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

 15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

იტვირთბა....